ზელენსკი ტრამპთან და მაკრონთან შეხვედრაზე: გვსურს, ომი სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარიზში შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.

ზელენსკის თქმით, სამივე მხარემ გამოხატა სურვილი, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს. უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ შეხვედრაზე ერთად მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ელისეს სასახლეში კარგი და პროდუქტიული სამმხრივი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ყოველთვის, მტკიცეა. მადლობას ვუხდი. მადლობელი ვარ ასევე ემანუელის ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზების გამო.

ყველას გვსურს, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს. ვისაუბრეთ ჩვენს ხალხზე, ადგილზე არსებულ ვითარებასა და სამართლიან მშვიდობაზე.

შევთანხმდით, რომ ერთად მუშაობას გავაგრძელებთ და კონტაქტს შევინარჩუნებთ. მშვიდობა ძალის მეშვეობით შესაძლებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება