ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი სამი სუ-34-ის განადგურებაზე: მადლობა ბიჭებო! ყველა რუსმა პილოტმა უნდა იცოდეს, როგორ ვუპასუხებთ თითოეულ რუს მკვლელს

ყველა რუსმა პილოტმა უნდა იცოდეს, როგორ ვუპასუხებთ თითოეულ რუს მკვლელს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამი რუსული სუ-34-ის განადგურებას.

სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებმაც ხერსონის რეგიონში ერთდროულად სამი რუსული სუ-34 თვითმფრინავი გაანადგურეს.

ზელენსკის თქმით, ეს იყო ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მუშაობის შედეგი.

„მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც სამი რუსული ავიაგამანადგურებელი ერთდროულად გაანადგურეს სამხრეთის მიმართულებით - ჩვენს ხერსონის რაიონში. ჩვენი საჰაერო ძალების და უშუალოდ ოდესის საზენიტო სარაკეტო ბრიგადის შედეგი. მადლობა ბიჭებო! ყველა რუსმა პილოტმა უნდა იცოდეს, როგორ ვუპასუხებთ თითოეულ რუს მკვლელს: არცერთი მათგანი დაუსჯელი არ დარჩება“, - აცხადებს ზელენსკი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.