ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი პატრიარქ ბართლომეოს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკი Telegram-არხზე წერს, ზელენსკიმ პარტრიარქს "უკრაინელი ხალხისადმი თბილი საშობაო მილოცვისთვის" მადლობა გადაუხადა
"საშობაო მილოცვისთვის სატელეფონო საუბარი მქონდა უწმიდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან. წელს უკრაინაში შობა დედაეკლესიასთან ერთად აღნიშნეს. მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას უკრაინელი ხალხისადმი თბილი საშობაო მილოცვისთვის, უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისა და მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს მრჩეველთა შეხვედრებში მონაწილეობისთვის", - წერს ზელენსკი.
მისივე თქმით, შვეიცარიაში მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით მრჩეველთა მომავალ შეხვედრაზე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი მიიწვია.
როგორც ცნობილია, იანვრის შუა რიცხვებში შვეიცარიაში სახელმწიფოს მეთაურების მრჩეველთა შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინის მშვიდობის ფორმულა განიხილება.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.