ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი პასუხობს კითხვას, აქვს თუ არა კონფლიქტი ზალუჟნისთან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელ, გენერალ ვალერი ზალუჟნისთან “სამუშაო ურთიერთობა” აქვს.
19 დეკემბერს საერთაშორისო მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ უპასუხა კითხვას, არსებობს თუ არა კონფლიქტი მასსა და ვალერი ზალუჟნის შორის. ეს საკითხი აქტუალური ზალუჟნის საგაზეთი სტატიის შემდეგ გახდა, სადაც გენერალი ომის გართულებულ მიმდინარეობაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხშია შესული. ზელენსკი მაშინ გენერალს არ დაეთანხმა.
“ის [ზალუჟნი] გენშტაბთან ერთად უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც ფრონტზე ხდება”, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აპირებს ზალუჟნისთან მუშაობის გაგრძელებას.
“შეტევა კომპლექსური საკითხია. ზოგიერთი რამ იყო ადგილზე, ზოგიერთი არა, რაღაც აკლდა…ჩვენ გვჭირდება სოლიდური ნაბიჯები და შედეგები. ყოველდღიურად, ყელა პოზიციაზე.მე ვაპირებ მათთან მუშაობას და ველოდები მათ გადაწყვეტილებებს [მობილიზაციაზე და ა.შ.] სტრატეგია ნათელია; მინდა ვნახო დეტალებიც. ვფიქრობ, ეს სამართლიანია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამ თემაზე

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.