ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი თანახმაა, პოროშენკოს სანქციები მოუხსნას, თუ ის ქვეყნიდან გატანილ ფულს უკრაინის არმიას გადასცემს

ზელენსკი თანახმაა, პოროშენკოს სანქციები მოუხსნას, თუ ის ქვეყნიდან გატანილ ფულს უკრაინის არმიას გადასცემს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინის მე-5 პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ქვეყნის არმიას უკრაინიდან გატანილ ფულს გადასცემს, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს (СНБО) მიერ დაწესებული სანქციები გადაიხედება.
ზელენსკის ინფორმაციით, საუბარი მილიარდობით გრივნაზეა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა უკრაინელ ბიზნესმენს, ვინც სანქციების ქვეშ აღმოჩნდა, შეუძლიათ თანხების ქვეყნის ბიუჯეტში დაბრუნება, რაც შემფგომში შეიარაღებულ ძალებზე გადამისამართდება. ასეთ შემთხვევაში ბიზნესმენი სანქცირებულთა სიაში აღარ იქება.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭომ (СНБО) 13 თებერვლის გამოაცხადა, რომ სანქციები დაწესდა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ. ასევე, სანქციები შეეხო შემდეგ პირებს:
· ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი;
· პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი;
· ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ჟევაგო;
· მეწარმე გენადი ბოგოლიუბოვი, კოლომოისკის ყოფილი პარტნიორი.
ამას კი წინ ზელენსკის განცხადება უძღოდა, სადაც უკრაინის პირველმა პირმა თქვა, რომ რომ მილიარდები, რომლებიც „ფაქტობრივად უკრაინის, მისი ინტერესებისა და უსაფრთხოების გაყიდვითაა მოპოვებული, უნდა დაიბლოკოს“.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.