ზელენსკი ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტი, , უკრაინის პრეზიდენტ ს ტელეფონით ესაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ში მიმდინარე ომი და მარცვლეულის დერეფნის საკითხები განიხილეს.
როგორც თურქული მედია იუწყება, საუბრის დროს ერდოღანმა ხაზი გაუსვა მარცვლეულის დერეფნის მუშაობის განახლების მნიშვნელობას. მან თქვა, რომ ამ მიზნით დიპლომატიურ კონტაქტებს აგრძელებს. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი დიდ ძალისხმევას მიმართავს, რათა შეაჩეროს სისხლისღვრა უკრაინაში.
მისივე განცხადებით, თურქეთი მზად არის, იკისროს შუამავლის როლი და წარმართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. ერდოღანის თქმით, უკრაინაში ცეცხლი რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს და კარი ღია უნდა იყოს მშვიდობისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი X-ზე დაწერა, რომ მათი პარტნიორობა გადამწყვეტია რეგიონული, შავი ზღვისა და, გლობალური მასშტაბით, სურსათის უსაფრთხოებისთვის.
“მე პირადად მადლობელი ვარ პრეზიდენტ ერდოღანისა და თურქეთის მხარდაჭერისთვის… ჩვენი პარტნიორობის სიძლიერე აძლიერებს მთელ ჩვენს რეგიონს. მე და პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განვიხილეთ დავოსში მშვიდობის ფორმულის მრჩეველთა მოახლოებული შეხვედრა. მე მოვიწვიე თურქეთის წარმომადგენელი დასასწრებად. ყველა ქვეყანა, რომელიც მონაწილეობს ამ ერთობლივ ძალისხმევაში, ახლა მრჩევლების დონეზე და შემდეგ ლიდერების დონეზე, დაამტკიცებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ფუნქციონირება,” – ამბობს ზელენსკი.