ზელენსკი: დასავლეთ ბალკანეთის ლიდერები უკრაინას საბრძოლო მასალებს მიაწვდიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 თებერვალს განაცხადა, რომ ტირანაში გამართულ სამიტზე დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან მისი შეხვედრები უკრაინის არმიას დაეხმარება მიიღოს საარტილერიო ჭურვები, რომლებიც მას ესაჭიროება რუსეთის ძალების მოსაგერიებლად.
ზელენსკის თქმით, მისი ქვეყნის ძალები საარტილერიო მასალებს მიიღებენ თავდაცვის სფეროში ახალი ხელშეკრულებების ფარგლებში, რომლებსაც მან მიაღწია ალბანეთის სამიტზე.
“ყველა შეხვედრას და ყველა დღეს საიმისოდ ვიყენებთ, რომ ჩვენს მებრძოლებს მეტი შესაძლებლობები მიეცეს” – თქვა ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში. მისი თქმით, 2024 წელს უნდა გამოვლინდეს მაქსიმალური პრაგმატიზმი უკრაინის მეზობლებთან კავშირებში. “ყველა ხედავს, რომ რუსეთი არ აპირებს გაჩერებას” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?