ზელენსკი განიხილავს უკრაინის მზაობას დასავლეთის იარაღის მისაღებად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 2 მაისს უკრაინის სამხედრო მეთაურებთან შეხვედრაზე განიხილა კიევის მოკავშირეებისგან იარაღის მიღების გეგმა – იმ ფონზე, როცა შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაზე რუსეთის მორიგი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიჭრა 14 ადამიანი, დაზიანდა კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ზელენსკის თქმით, გენერალური შტაბის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ანგარიში იარაღის მიწოდების გეგმის შესახებ, ასევე ანგარიში სასაზღვრო რეგიონებსა და აქტიური ბრძოლის არეალებში გამაგრებისთვის მზაობაზე.
ზელენსკი აცხადებს, რომ საბრძოლო მეთაურებს დაავალა ყველა ზომა გაატარონ იმისთვის, რათა შეამცირონ იარაღის მიღების დრო – ეს განსაკუთრებით ეხება საჰაერო თავდაცვის შეიარაღებას.
აშშ-მა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ ახალი, მასშტაბური დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინის საჰაერო თავდაცვას მიაწვდის Patriot-ის ტიპის რაკეტებს.
იარაღის მიწოდებაზე აშშ-ის ძალისხმევის მიუხედავად, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღიარა, რომ უკრაინის მოკავშირეები პროცესს აჭიანურებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია