ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ნატოსგან „შეუძლებელი“ არ უნდა მოითხოვოს – გამოცემა “ტელეგრაფი”

უკრაინა წელს ვერ მიუახლოვდება ნატოს წევრობას რუსეთთან ომში ალიანსის შესაძლო ჩათრევით გამოწვეული საფრთხის გამო. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი წერს.
გამოცემის ინფორმირებული წყაროების თანახმად, ნატოს მომავალი სამიტისთვს მზადების პროცესში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ წინააღმდეგობა გაუწიეს ნატოში უკრაინის შესაძლო მიღების მკაფიო თარიღის განსაზღვრას. ნატოს 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციის შესახებ ინფორმირებული წყაროს თანახმად, აშშ სკეპტიკურადაა განწყობილი იმის მიმართ, რომ წელს უკრაინას ნატოს წევრობის გზაზე წინსვლა ექნება. აშშ შესაძლოა, გერმანიაზე ნაკლებად შეშფოთებული იყოს, თუმცა, ორივეს აშფოთებს ნატოს სხვა წევრებისადმი რუსეთისგან მომდინარე საფრთხე.
Telegraph-ის წყაროთა თანახმად, პრეზიდენტ ზელენსკი გააფრთხილეს, რომ ნატოსგან „შეუძლებელი“ არ უნდა მოითხოვოს.
2023 წელს, უკრაინის პრეზიდენტმა უპრეცედენტო და აბსურდული უწოდა სიტუაციას, როცა ვილნიუსის სამიტზე ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უარი თქვეს უკრაინა მიეწვიათ ალიანსის სრულფასოვან წევრად.
Telegraph-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის სამიტზე უკრაინას შესთავაზებენ გაწევრების გარკვეულ გზას კონკრეტული თარიღის დასახელების გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს