ზელენსკი: აშშ ძალიან ხშირად ითხოვს დათმობებს უკრაინისგან და რუსეთისგან – არა

უკრაინის პრეზიდენტმა” ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ ჟენევაში მომავალ კვირას აშშ-ის შუამავლობით დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები სერიოზული და არსებითი იქნება.
თუმცა მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინას „ძალიან ხშირად“ სთხოვენ დათმობებზე წასვლას.
„ჩვენ მართლა ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირას სამმხრივი შეხვედრები სერიოზული, არსებითი და სასარგებლო იქნება ყველასთვის, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგჯერ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მხარეები სრულიად განსხვავებულ საკითხებზე საუბრობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ამერიკელები ხშირად უბრუნდებიან დათმობების თემას და ძალიან ხშირად ეს დათმობები განიხილება მხოლოდ უკრაინის და არა რუსეთის კონტექსტში“.
ზელენსკი, როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის ბოლო კომენტარებზე ჰკითხეს, თქვა, რომ ის „ცოტა“ ზეწოლას გრძნობს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას რუსეთისგან კომპრომისების მოსმენა სურს.
ზელენსკიმ მიუნხენში შშ-ის მოწოდებებზე სწრაფი კენჭისყრის შესახებ გამოაცხადა, რომ ის არჩევნებს გამართავს, თუ ორი თვით ცეცხლის შეწყვეტა მოხდება. „მოგვეცით ცეცხლის შეწყვეტა. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ამის გაკეთება: პუტინზე ზეწოლა; ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. შემდეგ ჩვენი პარლამენტი შეცვლის კანონს და არჩევნებს ჩავატარებთ.“
(ახალი ამბავი განახლდება)

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გენერალურ პროკურატურაში გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება – ასევე, ამ საკითხზე არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა