არქივი10 ივლისი, 2024, 21:23
ზელენსკი აშშ-ის კონგრესში – დეტალები
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესში მივიდა და სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მან ორი სენატორი დააჯილდოვა კიდეც.
როგორც მედია წერს, ზელენსკი, მოსალოდნელია, რომ დემოკრატების ლიდერს, სენატორ ჩაკ შუმერსა და რესპუბლიკელების ლიდერს, სენატორ მიჩ მაკკონელს პირადად შეხვდება. სავარაუდოდ, შეხვედრას სხვა მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან და უკრაინის მხარდაჭერას განიხილავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.