ზელენსკი აფრთხილებს ევროკავშირის ლიდერებს, რომ პუტინისთვის დათმობა “თვითმკვლელობა” იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა ევროპელი ლიდერები, რომ რუსეთის წინაშე ნებისმიერი დათმობა მისი უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იქნებოდა “თვითმკვლელობა” ევროპისთვის და მიუღებელი უკრაინისთვის.
“გადაეხვიოთ პუტინს, არაფერში დაგეხმარებათ. ზოგიერთი თქვენგანი უკვე 20 წელია ეხევა მას, მაგრამ ვითარება კიდევ უფრო უარესდება” – თქვა ზელენსკიმ.
ეს მან განაცხადა სულ რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც კიევი და ოდესის შავი ზღვის პორტი შეძრა საჰაერო დარტყმების უჩვეულოდ ინტენსიურმა ტალღამ.
7 ნოემბერს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ გაიმეორა მოწოდებები მეტი მხარდაჭერისკენ თავისი ომით განადგურებული ქვეყნისთვის, ევროკავშირის არაფორმალური სამიტის წინ, რომელიც მომდევნო დღეს გაიმართება უნგრეთში.
უნგრეთი ამჟამად 27-წევრიანი ბლოკის თავმჯდომარე ქვეყანაა.
ზელენსკიმ აგრეთვე განაცხადა, რომ უკვე ესაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატებიცა და ევროპაც ძლიერი უნდა იყვნენ ერთმანეთის საკეთილდღეოდ, მსოფლიოს წინაშე არსებული “ბევრი გამოწვევის” ფონზე.
ზელენსკიმ უფრო ადრე სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „შესანიშნავი“ საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელსაც „ისტორიული დამაჯერებელი გამარჯვება“ მიულოცა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: ვინც რუსების ფსევდო ერთმორწმუნეობაზე და რუსოფობიაზე ბევრს ლაპარაკობთ და მათზე ლოცვით მუხლებს იტყავებთ, რამდენად ხართ მზად, თქვენი შვილები რუსებმა თავის დამპყრობლურ ომებში გაირეკონ?

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში