არქივი24 იანვარი, 2025, 11:39
ზელენსკი ანგელოზი არ არის. მას ომის დაწყება არ უნდა დაეშვა – დონალდ ტრამპი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელოზი არ არის. მას ქვეყანაში ომის დაწყება არ უნდა დაეშვა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუს დროს.
„ის [ზელენსკი] არ არის ანგელოზი. მას არ უნდა დაეშვა ეს ომი“, – თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ზელენსკი უკრაინაზე უფრო ძლიერ ძალას ებრძოდა. „მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ შეთანხმების მიღწევას შევძლებდით“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.