ზელენსკის თქმით, უკრაინის არმიას, დამატებით, ნახევარ მილიონამდე ჯარისკაცი სჭირდება
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, დამატებით, 500,000-მდე ადამიანის მობილიზება სურს, - ამის შესახებ BBC წერს.
კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, ზელენსკიმ თქვა, რომ სამხედრო მაღალჩინოსნებს კიდევ "450,000-500,000 პირის" მობილიზება სურთ. "მე მეტი არგუმენტი მჭირდება ამ მიმართულების მხარდასაჭერად", - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის განცხადებით, ჯარისკაცთა რაოდენობის გაზრდა უკრაინისთვის "სენსიტიური" და "ძვირადღირებული" საკითხია.
ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვსა და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს უკრაინაში მობილიზაციის ყოვლისმომცველი გეგმის მომზადება უკვე დაავალა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.