არქივი6 თებერვალი, 2025, 12:21
ზელენსკის თქმით, პუტინი ბელარუსში ჯარების განთავსებასა და ქვეყნის ომში ჩათრევას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ბელარუსში წელს ჯარების განთავსებასა და ქვეყნის ომში ჩათრევას გეგმავს.
ზელენსკი ამბობს, რომ იქიდან რუსეთმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას პოლონეთს ან ბალტიისპირეთის ქვეყნებს.
“ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენი გადაუხადონ მათ – ეს მათი უსაფრთხოებისთვის. პუტინის ამბიციებით დღეს ვხედავთ, რომ ის ყველაფერს აკეთებს ამ ომის გასაგრძელებლად. ის უფრო შორს წავა და სხვა ქვეყნებზე იფიქრებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ პუტინი სხვა ქვეყნების პროვოცირებას მოახდენს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.