ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკიმ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის დაკითხვის ვიდეო გაავრცელა

ზელენსკიმ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის დაკითხვის ვიდეო გაავრცელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების მიერ იანვრის დასაწყისში დაკავებული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის დაკითხვის ვიდეო.
"სადაზვერვო ინფორმაცია ასეთი სამხედრო მოსამსახურეების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილების, წვრთნისა და მათი სრული საინფორმაციო იზოლაციის შესახებ დასტურდება პატიმრების სიტყვებით", - დაწერა მან ტელეგრამში და დაამატა ვიდეო, რომელზეც ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) გამომძიებლებთან ერთადაა აღბეჭდილი.
გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი ჰყვება, რომ სხვა საკითხებთან ერთად, იყო რამდენიმე ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი, რომლებსაც ასწავლიდნენ რუსული მძიმე ტექნიკის გამოყენებას და ისინი რუსეთში გადაიყვანეს. მან ასევე განაცხადა, რომ არ იცოდა, რომ უნდა ებრძოლა.
11 იანვარს უკრაინამ პირველად განაცხადა 2 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის დატყვევებაზე.
ეს ინფორმაცია მოგვიანებით სეულმაც დაადასტურა.
ჩრდილოეთმა კორეამ გასული წლის შემოდგომაზე გაგზავნა 11 000-მდე სამხედრო კურსკის რეგიონში, რუსეთის ძალების მხარდასაჭერად. მოსკოვმა კონტროლი დაიბრუნა ტერიტორიის 40 პროცენტზე, მაგრამ უკრაინის ძალები კვლავ აკონტროლებენ კურსკის რეგიონის 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტს. ვრცელდება ცნობები, რომ ფხენიანის ნაწილები ადგილზე მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.