ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების გამო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა რუსეთთან ომში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების გამო. მან „განსაკუთრებით დაძაბული“ უწოდა მდგომარეობას დონეცკის ოლქში. მძიმე ვითარებაა ხარკოვის ოლქშიც, სადაც ასობით ადამიანი იძულებული გახდა, სახლები მიეტოვებინა რუსეთის ჯარების იერიშების გამო.
„დღეს ყურადღება ძირითადად მიმართულია ფრონტის ხაზზე, ვითარებაზე ჩვენს რეგიონებში, სადაც ყველაზე მაღალია რუსეთის საიერიშო მოქმედებების საფრთხე,“ თქვა ზელენსკიმ 11 მაისს თავის ვიდეომიმართვაში.
ზელენსკის თქმით, „თავდაცვითი ოპერაციები“ მიმდინარეობს ხარკოვის ოლქში. მან დაასახელა რუსეთის საზღვართან მდებარე რამდენიმე სოფელი და თქვა, რომ უკრაინის ჯარები „მამაცურად იცავენ თავიანთ პოზიციებს“.
„დონეცკის რეგიონში ვითარება ასევე განსაკუთრებით დაძაბული რჩება, კერძოდ, პოკროვსკის მიმართულებაზე“, სადაც „უკიდურესად რთულადაა საქმე“.
11 მაისს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული იყო დაეტოვებინა სახლები ხარკოვის ოლქში, სადაც გრძელდებოდა რუსეთის საარტილერიო იერიში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო განგაში გამოაცხადეს ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილში.
ხარკოვის გუბერნატორმა ოლეჰ სინეჰუბოვმა განაცხადა, რომ, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა ოლქში საარტილერიო და სხვა სახის იარაღით იერიშის შედეგად.
დონეცკის სეპარატისტულ რეგიონში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 11 მაისს განაცხადეს, რომ სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა ქალაქ დონეცკზე სარაკეტო იერიშის შედეგად. დონეცკს 2014 წლის მერე აკონტროლებენ მოსკოვის მომხრე სეპარატისტები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად