ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკიმ ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი და შემოწმება დაიწყო

ზელენსკიმ ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი და შემოწმება დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კორუფციული სკანდალის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი და შემოწმება დაიწყო.
როგორც ზელენსკიმ განმარტა, აუდიტის შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემა.
„დღეს პრემიერ-მინისტრის იულია სვირიდენკოს ანგარიში მოვისმინე. მთავრობამ ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი და შემოწმება უკვე დაიწყო. შემოწმების შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ უწყებებს გადაეგზავნება. მთავრობამ მათ სრული მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს. ეს არის ზუსტად ის, რასაც ველი“, - აღნიშნა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.