ზელენსკიმ ოდესის არჩეულ მერს უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ოდესის არჩეულ მერს მოქალაქეობა გაუუქმდა. გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე.
დოკუმენტებით დადასტურდა, რომ მაღალჩინოსანს, ომში მყოფი ქვეყნის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეობაც აქვს და აგრესორი სახელმწიფოს პასპორტზე უარი არ უთქვამს.
როგორც კიევის ადმინისტრაციაში განმარტავენ, გადაწყვეტილება უკავშირდება უკრაინის კანონმდებლობის მოთხოვნას – ორმაგი მოქალაქეობა, განსაკუთრებით ომის პირობებში, დაუშვებლად მიიჩნევა სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვის.
თავად ტრუხანოვი უარყოფს რუსული მოქალაქეობის ქონას და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სასამართლოში.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“