ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან მოხსნა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური მიკოლა ოლეშჩუკი.
განკარგულებაში არ არის მითითებული ამის მიზეზები.
ზელენსკიმ გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნისა და მისი მფრინავის, ოლექსი მესის დაღუპვის შესახებ.
თვითმფრინავი ჩამოვარდა, როგორც ცნობებიდან ჩანს, არა რუსეთის არმიის იერიშის შედეგად. კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს.
ინციდენტს დიდი რეზონანსი მოჰყვა უკრაინაში.
ეს არის F-16-ის ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა: ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინაში მხოლოდ ერთი თვის წინ შეიტანეს. ჩამოვარდნილ თვითმფრინავს მართავდა ოლექსი მესის, ამ ქვეყნის ერთი-ერთი ყველაზე გამოცდილი პილოტი, რომელიც დაიღუპა.
ზელენსკიმ ჩაწერა ვიდეო, რომელშიც დაადასტურა, რომ ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მან მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პერსონალს და თქვა, რომ აუცილებელია სარდლობის „გაძლიერება“ და „ხალხზე ზრუნვა“.
საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობებს საჰაერო ძალების ცენტრის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო შეასრულებს, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
2023 წელს რამდენიმე ქვეყანამ, აშშ-ის თანხმობით, გადაწყვიტა კიევისათვის გადაეცა რამდენიმე ათეული გამანადგურებელი F-16, რასაც თავდაპირველად წინ უძღოდა უკრაინელი მფრინავების მომზადება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.