ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსი სერგი რუდი.
ზელენსკიმ შესაბამისი განკარგულება გასცა ორ დღეში მას მერე, რაც რუდის ორ თანამშრომელს ბრალი დასდეს პრეზიდენტის მკვლელობის მიზნით შეთქმულებაში.
ამ კვირაში უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა ორი პირი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი, რომლებსაც ბრალად დასდეს შეთქმულება ზელენსკისა და სხვა მაღალი რანგის მოხელეების მკვლელობის მიზნით.
რუდი ამ სამმართველოს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის და მთავრობის სხვა მაღალი რანგის პირების დაცვა აკისრია, 2019 წლიდან ხელმძღვანელობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.