ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო დაატყვევეს

ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო დაატყვევეს

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს ორი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსების მხარდამხარ იბრძვიან.

"ეს ორი ჯარისკაცი დაიჭრა, მაგრამ გადარჩა, ისინი ჩამოიყვანეს კიევში და მათთან უკრაინის უშიშროების გამომძიებლები მუშაობენ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, რომლის ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე ტყვეების სურათებია გამოქვეყნებული.
მან აღნიშნა, რომ უშიშროების უწყებას დაავალა ტყვეებთან ჟურნალისტების შეხვედრის უზრუნველყოფა.

"მსოფლიომ უნდა იცოდეს, თუ რა ხდება", - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
უფრო ადრე უკრაინულმა მხარემ კურსკის ბრძლებში რამდენიმე ჩრდილოკორეელი კარისკაცის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ცნობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.