ზელენსკიმ ბალტიისპირეთში ტურნე დაიწყო | უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსშია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის დედაქალაქში, ვილნიუსში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის Telegram არხი ავრცელებს.
მისივე ცნობით, მოგვიანებით აპირებს რომ ესტონეთის დედაქალაქს - ტალინსა და ლატვიის დედაქალაქს, რიგას ეწვიოს.
"ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ჩვენი სანდო და პრინციპული პარტნიორები არიან. მოგვიანებით მე ჩავალ ტალინში და რიგაში - დღეს კი ვილნიუსს ვეწვიე", - წერს ზელენსკი.
ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი შეხვდება ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს, სეიმის სპიკერს, სხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და იქ მცხოვრებ უკრაინელებს.
ქვეყნების ლიდერებს შორის შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის არის, უსაფრთხოება, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაცია და ევროკავშირის შემდგომი მხარდაჭერის კოორდინაცია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.