ზელენსკიმ ახალი პერსონალური სანქციები დაამტკიცა – სანქცირებულია არესტოვიჩიც

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ მაისს ხელი მოაწერა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას სანქცირებულ პირთა სიის გაფართოების შესახებ. შეზღუდვები 76 იურიდიული და 81 ფიზიკური პირის მიმართ დაწესდა. სანქცირებულთა შორისაა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი.
დოკუმენტში მოხსენიებულ სხვა პირებს შორის არიან უკრაინისა და აგრესორი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეები. არესტოვიჩის გარდა სიაში შედის ბლოგერი მიროსლავ ოლეშკო, აკრძალული პოლიტიკური პარტია “დერჟავას” ლიდერი დმიტრო ვასილეცი, ხარკოვის საზოგადოებრივი ორგანიზაცია “პოტონის” ხელმძღვანელი პავლო ონიშენკო, რუსი პროპაგანდისტები ანასტასია კაშევაროვა და სტანისლავ ბერნვალდი, პოლიტოლოგი სენდარსონდ კოსტენიკო. უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოლექსი აზაროვი.
სანქცირებული საწარმოების სიაში შედის რუსეთის ნოვოლიპეცკის მეტალურგიული ქარხანა, ნოვატეკი, არქტიკ თხევადი გაზი, სტოილენსკის სამთო-გამამუშავებელი ქარხანა და ა.შ.
ზელენსკის მიერ დამტკიცებული ზომები მოიცავს, კერძოდ, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, აქტივებისა და სავაჭრო ტრანზაქციების დაბლოკვას, კაპიტალის გატანის აკრძალვას და ლიცენზიების შეჩერებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ