ზედიზედ მეოთხე გამარჯვება – ლაშა გურული შეუჩერებელია

მოკრივე ლაშა გურულმა ინგლისში, ქალაქ საუთჰემპტონში, “სენტ მერის” სტადიონზე პროფესიონალურ კრივში მეოთხე შეხვედრა გამართა და ინგლისელი ლიამ დილონი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ბრძოლა რვა რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ლაშამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
გურულისთვის პროფესიონალურ კრივში ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო. მისი დებიუტი 2025 წელს შედგა.