ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ზებრის ცოლის გამოსვლაზე გული არ გერევათ? სანდრა 7 ენაზე, როგორც მშობლიურზე, ისე საუბრობდა” – სააკაშვილი

27
მიხეილ სააკაშვილი, 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესზე, ტვ პირველის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილის მეუღლის, თამარ ბაგრატიონის  ამერიკის შეერთევულ შტატებში გამოსვლას გამოეხმაურა.
მე მართლა მრცხვენია ქართველი ხალხის ნაცვლად, რომ ითმენს იმას, რომ ვაშინგტონში ვიხილეთ ზებრის (ცოლის) გამოსვლა.  ბოლოს და ბოლოს გვყავს ნამდვილი წარმომადგენელი, აი ის ქალი რომ იყო სანდრა (რულოვსი) 7 ენაზე, როგორც მშობლიურზე რომ საუბრობდა და ბევრი ლიდერის პირადი მეგობარია დღემდე. სამაგიეროდ როგორც ყველამ კარგად ვიცით, “ქალებს ძუძუებს უსინჯავდა, მერე საშვილოსნოებს აჭრიდა, საპატიმრობეში დადიოდა, პატიმრებს ორგანოებს აცლიდა და პირადად ვაჭრობდა თავის ბაზარში, თავის საკუთარ ჰოლანდიაში” . მე არ მესმის რატომ არ არის ეს შეტანილი საბოტაჟის ამბავში. ბოლოს და ბოლოს ქართველი ხალხი ეღირსა ნამდვილ წარმომადგენელს, მაგრამ მე მრცხვენია ქართველი ხალხის ნაცვლად, რომ ჩვენ ამას ვითმენთ.
ხალხო გული არ გერევათ? თუ გულის რევის შეგრძნება გამქრალი გაქვს ზებრის ცოლის გამოსვლაზე?”, – ამბობს სააკაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.