ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზახაროვა ამტკიცებს, რომ რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტის მთავარი ინიციატორი შტატებია

ზახაროვა ამტკიცებს, რომ რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტის მთავარი ინიციატორი შტატებია

უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტაზე მოსკოვი პასუხისმგებლობას ვაშინგტონს და კიევს აკისრებს, – ამის შესახებ რუსი პროპაგანდისტი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახააოვა საუბრობს. მისი მტკიცებით, რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტა არა მხოლოდ ასუსტებს ევროპის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ ძალიან უარყოფითად აისახება ევროპის მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტზე.
კონკურენტული და ეკოლოგიურად სუფთა რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტა არა მხოლოდ ასუსტებს ევროპის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ ძალიან უარყოფითად აისახება ევროპის მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტზე. „რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შეერთებულ შტატებს, მარიონეტულ კიევის რეჟიმს, ისევე როგორც ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებებს, რომლებმაც თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობა ამერიკის ეკონომიკის ფინანსურ მხარდაჭერას შესწირეს, – აღნიშნა ზახაროვამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.