ზახაროვას თქმით, უკრაინა გეგმავს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ეთნიკური შუღლი გააღვივოს

“უკრაინის უშიშროების სამსახური აპირებს გამოიყენოს რუსეთისა და აზერბაიჯანის მიმდინარე კონფლიქტები, რათა პროვოცირებული სიძულვილი გააღვივოს ეთნიკურ ნიადაგზე” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური გეგმავს გამოიყენოს რუსულ-აზერბაიჯანული უთანხმოება სიძულვილისა და მტრობის გაღვივებისთვის ეთნიკურ ნიადაგზე. კერძოდ, ცნობილია გეგმები, დაიქირაონ ჯგუფები, რომლებიც ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ მზად არიან რუსული დროშის ქვეშ განახორციელონ დივერსიული მოქმედებები აზერბაიჯანის მოქალაქეების, წარმომადგენლობების და კულტურული ობიექტების წინააღმდეგ“, —თქვა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, თუ ასეთი პროვოკაციები წარმატებით განხორციელდება, მიზნად აქვთ, გავრცელდეს ვირუსული ინფორმაცია რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ აგრესიაზე აზერბაიჯანულ, თურქულ და ევროპულ მედიაში.
მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობები აშკარად გაუარესდა ავიაკატასტროფის შემდეგ. ურთიერთობების მორიგი გაუარესების ტალღა იყო ეთნიკური ნიშნით რეიდები რუსეთში და საპასუხო დაკავებები აზერბაიჯანში. ბაქო ადანაშაულებს რუსეთის ხელისუფლებას აზერბაიჯანელებზე სასამართლოს გარეშე ანგარიშსწორებაში, ხოლო ბაქოში რუსების დაკავების კადრები აღიქმება, როგორც დემონსტრაციული პასუხი მოსკოვის ქმედებებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე – ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის – მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე, ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას

ნანუკა ჟორჟოლიანი: რანაირად არ უნდა დაელოდო ჩუმად და დიდი ინტერესით კობახიძის და ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას და მანამდე როგორ უნდა მოახერხო ჩაქოლო ის, ვინც მათთან “ომს” აანონსებს