“ზაფხულის შემდეგ 7 კილო მქონდა მომატებული… შეიძლება, მართლა არ მიხდებოდა, მაგრამ ასე ლანძღვა შეიძლებოდა?” – ბაბი კირკიტაძე მის მიმართ გამოთქმული ნეგატიური კომენტარების შესახებ საუბრობს – Marao

“ზაფხულის შემდეგ 7 კილო მქონდა მომატებული… შეიძლება, მართლა არ მიხდებოდა, მაგრამ ასე ლანძღვა შეიძლებოდა?” – მის მიმართ გამოთქმული ნეგატიური კომენტარების შესახებ საუბრობს – Marao
მომღერალი ბაბი კირკიტაძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა, ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
რამდენიმე დღის წინ ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში კადრები მორიგი კონცერტიდან გამოაქვეყნა, სადაც მან თეთრი, თვლებით გაწყობილი კომბინეზონი მოირგო. ამ სამოსის გამო მან კრიტიკა დაიმსახურა და არაერთი უარყოფითი კომენტარი მიიღო. მოგვიანებით კი სწორედ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ უმკლავდება მის მიმართ გამოხატულ ნეგატიურ დამოკიდებულებას:
“ყველა ადამიანი არის თავისუფალი, აქვს უფლება, ეცვას ის, რაც უნდა; ატაროს ისეთი ვარცხნილობა, როგორიც სურს და ისეთ წონაზე იყოს, როგორზეც უნდა. გული დამწყდა, რა ფორმითაც გამოხატეს კრიტიკა. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები თვითონ არიან ცუდ ემოციურ მდგომარეობაში და, ალბათ, როგორ აკლიათ სიყვარული… ამაზე ვერ ვბრაზდები”, – თქვა მომღერალმა.
ბაბი კირკიტაძემ საკონცერტო ჩაცმულობისა და ნეგატიური გამოხმაურების შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი:
“გახსოვთ, რა ამბავი ატყდა, ისე რომ დავფიქრებულიყავი, ხომ არ ჩავიცვამდი.. ეს ვარდისფერი კომბინიზონი, ღია, გამჭვირვალე თვლებით, ჩემმა მეგობარმა დიზაინერმა, ზაფხულში მაჩუქა.
ზაფხულის კონცერტზე მეცვა, თუმცა მაშინ ასეთი აჟიოტაჟი და ხმაური არ გამოუწვევია. შემდეგ, ვიფიქრე, კლუბშიც ჩავიცვამ, მოუხდებათქო, უბრალოდ, რა ვერ განვსაზღვრე იცით? ზაფხულის შემდეგ 7 კილო მაქვს მომატებული.. თან, გამჭვირვალე რომ არ ყოფილიყო, შიგნით კიდევ ელასტიკი ჩავიცვი.. იმ დღის მერე იმდენი ვინერვიულე, გავხდი.
გაოგნებული ვიყავი, როგორ შეიძლებოდა, რომ სამოსს ამხელა აჟიოტაჟი გამოეწვია, კი ბატონო, შეიძლება მართლა არ მიხდებოდა, ვიღაცებისთვის მიხდებოდა, ვიღაცებისთვის – არა. ასეთი ერთკვირიანი გლეჯა შეიძლებოდა ამაზე?
თათას სთხოვეს ხელი და ამან გადაფარა, თორემ ყბაში ვიყავი ამოდებული“ – თქვა ბაბი კირკიტაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ