არქივი25 ივლისი, 2025, 13:56
ზაურ დვალაშვილი მსოფლიოს უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონია

გერმანიაში მიმდინარე მსოფლიოს უნივერსიადაზე საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) მოუტანა. მან ფინალი იაპონელ კაიტო ამანოსთან დათმო.
ფინალამდე ზაურ დვალაშვილმა კვიპროსელი, ლიბანელი, უკრაინელი ძიუდოისტები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ამერიკელ სპორტსმენს სძლია.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია. ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა (-74 კგ) ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ბრაზილიელი ვინისიუს მატოსი დაამარცხა.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.