ზარქუა: საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს მოვუწოდებ – შეიძლება კეთილი მისიები გქონდათ, მაგრამ …

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ კომენტარი გააკეთა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მიღებულ თანხებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის იყენებენ.
ზარქუას განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საელჩოებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი დაფინანსება რადიკალურმა ოპოზიციამ ბოროტად გამოიყენა.
“საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, მათ შორის საელჩოებსაც – შეიძლება თქვენ კეთილი მისიები გქონდათ, მაგრამ ნახეთ, რომ თქვენი დაფინანსება ბოროტად გამოიყენეს. ხომ ნახეთ, საზოგადოებამ არ მიიღო, არ დაუდგა გვერდით, ასე რომ, უნდა შევეშვათ ასეთი “ენჯეოშნიკების” დაფინანსებას, რომელიც მათ შორის, არა ჩვენს წინააღმდეგ, არამედ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზეც იქონიებს მავნებლურ გავლენას. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ამ ქვეყანას გავუფრთხილდეთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება