პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზარქუა: ივანიშვილი აქცენტირებულია საქართველოს განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაზე

სულ ცოტა ხანი, რამდენიმე კვირა უნდა მოვითმინოთ და გავიგებთ, ეს ვინ შეუკვეთა [...] ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი. ადამიანი, რომელიც აქცენტირებულია საქართველოს განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაზე [...] წლებია, ეს ადამიანი პოლიტიკიდან გასულია. არაფორმალური მმართველი უნდა იპოვოთ, მაგალითად, დავით კეზერაშვილში [...] ხელი დაადეთ ჟურნალს, დავაფინანსებ და თქვენზე ისეთ სტატიას გამოვაცხობ, შეიძლება, თავად დაიჯეროთ.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებული გავლენიანი ადამიანების სიასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბარში.
გამოცემის სიაში კატეგორიაში ამრევები მე-8 ადგილს ბიძინა ივანიშვილი იკავებს. POLITICO ივანიშვილის ოლიგარქად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მისი მიზანი საქართველოს ევროკავშირისგან დაშორება და კრემლთან დაახლოებაა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.