ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზარქუა ივანიშვილზე: ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს? პრემიერობის კანდიდატს წარუდგენს პოლიტსაბჭოს

ის რომ ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიულ საქმიანობაში ჩაერთო, პლუს ჩვენი საპატიო თავმჯდომარის პოზიციით ხომ, რაღაც ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს?
ძალიან აქტიურია, უყვარს ეს ქვეყანა და შესაბამისად, გადაწყდა შეჯერებულად, რომ ამ პოზიციიდან, მას ჰქონდეს უფლებამოსილება - პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს პოლიტსაბჭოს და შემდეგ, თავმჯდომარის ხელმოწერით წარედგინოს პარლამენტს. ამის საჭიროება იყო ასე და ასე გადავწყვიტეთ.
თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.
ქართული ოცნების ახალი წესდების მიხედვით, პრემიერმინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარადგენს - წესდება საჯარო რეესტრში 8 იანვარს დარეგისტრირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.