ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზარია ნეიმარის სტილში - ქართველის ეს ულამაზესი ფინტი უნდა ნახოთ, მაგრამ ყველაფერი ლამის ძალიან ცუდად დასრულდა... [VIDEO]

ყაზახეთის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გიორგი ზარიას "კაირატი" ქვედალიგელ "აკჟაიკს" დაუპირისპირდა და 9:0 გაანადგურა.
კაირატელთა ქართველმა ლეგიონერმა ბოლო 28 წუთი ითამაშა და 79-ე წუთზე გატანილი გოლით შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ჩვენებურის გუნდმა სოციალურ ქსელში ზარიას ულამაზესი ფინტის ვიდეო გაავრცელა, რომელსაც ქართველი ნეიმარის სტილში აკეთებს და ამ ვიდეოს უამრავი მოწონება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ გიორგისთვის ყველაფერი ლამის ძალიან ცუდად დასრულდა. მეტოქე გუნდის მე-7 ნომერი ბეკზატ იმანგაზეევი ზარიაზე ძალიან უხეშად წავიდა და ჩვენდა საბედნიეროდ, მისი მოქნეული გაშლილი ფეხი გიორგის ასცდა.
იმანგაზეევის ამ
მოქმედებით ყაზახი გულშემატკივრები ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ და კომენტარებში წერენ, რომ ასე შესაძლოა, მას მეტოქისთვის ფეხი მოეტეხა, მსაჯმა კი ეს ეპიზოდი გაატარა. მისი მხრიდან ეს ერთგვარ შურისძიებად აღიქვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.