ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დისველის მოსახლეობას შეხვდა

ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დისველის მოსახლეობას შეხვდა
ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დისველის მოსახლეობას შეხვდა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა დისველის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის საჭიროებების, სურვილების და სამომავლო გეგმების გაცნობა, რაც მომავალში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში გამოყენებული იქნება. შეხვედრის დროს კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია უშუალო კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რაც საშუალებას მისცემს მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს.
მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, გულთბილი შეხვედრები და პოზიტიური დამოკიდებულება, კანდიდატის თქმით, დამატებითი მოტივაციაა, რომ მომავალში ბოლნისელთა ინტერესები დაიცვას და გამოწვევები ერთობლივად გადაიჭრას. კანდიდატის განცხადებით, როგორც რიგითი ბოლნისელი, იგი მიიჩნევს მნიშვნელოვან შესაძლებლობად მოსახლეობასთან, გუნდთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობას მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებისთვის. „ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ – აღნიშნა კანდიდატმა შეხვედრის ბოლოს.
Previous: “ვივარაუდოთ”, რომ ამ საქმესთან უშუალო ჩართულობაში იქნებოდა СБУ-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გია ლორთქიფანიძე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში