ზამთრის საბურავების გასაკონტროლებლად, პოლიციამ რეგიონებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოაწყო | მძღოლების პროტესტი რეგულაციას
იმ ავტომფლობელების გამოსავლენად, რომლებიც ზამთრის საბურავებით არ სარგებლობენ, საპატრულო პოლიციამ რეგიონებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოაწყო, სადაც პატრულ-ინსპექტორები საბურავების მახასიათებლებსა და ვადას ამოწმებენ. ამგვარი პუნქტები მოწყობილია საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებში, სადაც დიდთოვლობაა და მაღალია მოცურების რისკი.
ჯამში ასეთი სახიფათო მონაკვეთი საქართველოში 35-ია, სადაც ზამთრის საბურავის გარეშე ავტომობილი 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში არ დაიშვება. მძღოლების თქმით, ისინი რეგულაციების შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია. სახელდახელოდ მიღებული კანონის გამო კი ზამთრის საბურავებზე ფასებმა სპეკულაციურად მოიმატა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.