ზაზა ჯანაშია: რუსული ფეხბურთი ქართულს ჯობს. კვარაცხელიას რუსეთში რომ არ ეთამაშა, ამ დონის ვერ იქნებოდა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ რუსული ფეხბურთისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

“რუსული ფეხბურთი ქართულს ჯობს. მინდა ჩემმა შვილმაც რუსული სკოლა გაიაროს. მას კარგი ტექნიკა აქვს, თუმცა რაღაც აკლია, რასაც რუსეთში აუცილებლად ისწავლის.

ხვიჩამაც ხომ რუსეთში დაიწყო. მას რომ რუსეთის პრემიერ ლიგა არ ეთამაშა, ასეთი მაგარი ფეხბურთელი ვერ გახდებოდა”. – განაცხადა ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ზაზა ჯანაშიას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 4 გოლი აქვს გატანილი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)