ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც ივანიშვილს სჭირდება – დახუროს მთავარი არხი” – გიორგი გაბუნია

“ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც ივანიშვილს სჭირდება – დახუროს მთავარი არხი” – გიორგი გაბუნია

ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა ჩაერთოს “ოცნებისგან” წამოწყებულ ძალადობაში და დახუროს “მთავარი არხი”- ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მთავარი არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, ფაქტობრივად, თავადაც ჩაერთოს “ქართული ოცნებისგან” წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით თავადაც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე, რათა მათი მუშაობა შეუძლებელი გახადოს. იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარებაში დამფუძნებელი ყველაფერს აკეთებდეს თავისი გუნდის დასახმარებლად. ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება. ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს მთავარი არხი”, – ამბობს გიორგი გაბუნია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.