ზაზა თავაძე – პრეფიქსი, რასაც ე.წ. ხელისუფლება ჰქვია, არ მოშორდებათ მანამ, ვიდრე არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები – ეს პარლამენტი არალეგიტიმურია

პრეფიქსი, რასაც ე.წ. ხელისუფლება ჰქვია, არ მოშორდებათ მანამ, ვიდრე არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზაზა თავაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება.
„ეს პრეფიქსი, რასაც ე.წ. ხელისუფლება ჰქვია, არ მოშორდებათ მანამ, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. მათ არჩევანი მოჰპარეს ქართველ ხალხს, დაიწერეს ის პროცენტი, რაც დაიწერეს…“ქართულ ოცნებას“ ერთადერთი გამოსავალი აქვს, დანიშნოს ახალი არჩევნები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ეს ინაუგურაცია დარჩება პრეფიქსით ე.წ. ინაუგურაცია, ე.წ. პრეზიდენტი,“,- აღნიშნა ზაზა თავაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!