ზაზა ვაშაყმაძე თეთრი სახლის რწმენის ოფისის მრჩეველს შეხვდა

ვაშინგტონში, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების – „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამდივნოს“ (IRF Secretariat) და „გიყვარდეს შენი მეზობელი თემის“ (LYNC) მიერ დაგეგმილი ფორუმის „Cooperative Engagement & Builders“ გახსნაზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თეთრი სახლის რწმენის ოფისის მრჩეველს, პაულა უაით-კეინს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ზაზა ვაშაყმაძე კონფერენციის მონაწილეებს „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამდივნოს“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეგ მიტჩელმა წარუდგინა.
„სააგენტოს თავმჯდომარემ თეთრი სახლის რწმენის ოფისის მრჩეველს მოკლედ გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები და რელიგიის სააგენტოს ფუნქციები. მან ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან როლს გაუსვა – სამხრეთ კავკასიაში და -თან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა, მით უფრო იმ ფონზე, როცა საქართველოს დასავლური პოლიტიკა უცვლელია და მისი კურსი ევროკავშირია.
ზაზა ვაშაყმაძემ თეთრი სახლის რწმენის ოფისის მრჩეველი, პაულა უაით-კეინი საქართველოში დაპატიჟა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს