ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზაზა გოგავა - ქვენ ხედავთ ამომრჩევლის შემართებას, რომლებიც ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს

ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და არა შეწყალებას, რადგან ის არის უკანონო პოლიტიკურ პატიმარი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ განაცხადა
მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებას საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ.
„ხალხის გამოხმაურებას ხედავთ, თქვენ ხედავთ შემართებას ჩვენი ამომრჩევლისა, საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც ითხოვენ, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არ ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, ჩვენ ვითხოვთ, რომ ის იყოს გათავისუფლებული, რადგან ის არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა ზაზა გოგავამ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალურ მოძრაობის“ პრესსამსახურის ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.