არქივი30 ივლისი, 2025, 17:56
ზაზა ბიბილაშვილი: სინამდვილეში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სულ ფეხზე ჰკიდიათ დემოკრატია, ბაჩიაშვილის ამბავში - ანუ ივანიშვილის პირად ახირებაში - გაუცვალეს არაბებს საქართველოს ეროვნული ინტერესები

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი:
ზურაბ პოლოლიკაშვილი იმიტომ აღარ წარვადგინეთ მესამე ვადით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, რომ ეს არადემოკრატიული იქნებოდაო - "ოცნებამ".
არადა დღეს კალაძე წარადგინეს თბილისის მერად მესამე ვადით და აქ დემოკრატიის პრობლემას ვერ ხედავენ.
სინამდვილეში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სულ ფეხზე ჰკიდიათ დემოკრატია, ბაჩიაშვილის ამბავში - ანუ ივანიშვილის პირად ახირებაში - გაუცვალეს არაბებს საქართველოს ეროვნული ინტერესები და არ გაიყვანეს ქართველი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შეფად.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.