არქივი24 სექტემბერი, 2025, 19:56
ზაზა ბიბილაშვილი: საბჭოთა კავშირმა ერეკლე მეორისთვის ხმლის წართმევა ვერ გაბედა... ქოცებმა, ამ რუსზე უარესებმა, უხმლო, ხელაწეული ძეგლი აკადრეს

“ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი:
საბჭოთა კავშირმა ერეკლე მეორისთვის ხმლის წართმევა ვერ გაბედა - უბრალოდ, ისეთი ძეგლი დაუდგეს, რომელშიც ხმალს სიმბოლურად რუსს აწვდის (აქაოდა, აღარ მჭირდებაო).
ქოცებმა, ამ რუსზე უარესებმა, ერეკლე მეორეს - მეფეს, რომელმაც 80 ბრძოლა გადაიხადა და სახელი ომით გაითქვა - უხმლო, ხელაწეული ძეგლი აკადრეს.
ცალკე თემაა, რატომ დაუდგეს მეორე ძეგლი ერეკლეს, რომლის ერთი ძეგლი უკვე გვაქვს და არა მაგალითად გიორგი ბრწყინვალეს ან სოლომონ პირველს.
კითხვა, ცხადია, რიტორიკულია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.