ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზაზა ბიბილაშვილი: მანდ ერთი პატარა ნიუანსია, მეუფევ!

ზაზა ბიბილაშვილი: მანდ ერთი პატარა ნიუანსია, მეუფევ!
„ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზაზა ბიბილაშვილი:
მეუფე იაკობი - "ერთი მხრიდან ისმის „რუსები“, მეორე მხარე იძახის „აგენტები“... ამით შევრიგდებით?!"
მანდ ერთი პატარა ნიუანსია, მეუფევ! - რუსები რეალურად დაპატრონებიან ქვეყანას, "აგენტები" კი მათივე მოგონილი იარლიყია რუსობის გასანეიტრალებლად...
ვიცი, რომ ამისი ახსნა საჭირო არაა, მაგრამ გამეორება ცოდნის დედააო და, ამიტომ, ვიტყვი - ის, ვინც ეკლესიებს გვიბილწავს/გვართმევს და ის, ვინც ეკლესიების აღდგენაში გვეხმარება, ერთი და იგივე არაა. პირველი მტერი, ათასობით ქართველის მკვლელი და ოკუპანტია, მეორე - შესაძლოა მერკანტილური, მაგრამ მოყვარე.
ხოდა, შევრიგდეთ, ბაზარი არაა. მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ მტერს მტერი არ დავარქვათ. და მხოლოდ მასთან, ვისაც ქვეყანა არ უძარცვია და გაუყიდია.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.