ზაზა ბიბილაშვილი: ერთადერთი მიზეზი, რატომაც ქოცები ერეკლეს სახელს ეპოტინებიან, გეორგიევსკის ტრაქტატია, რომლითაც მათ საკუთარი ღალატის გამართლება სურთ

“ერეკლე II მეომარი მეფე იყო. მეფე, რომელმაც ყველაზე მეტი ბრძოლა გადაიტანა საქართველოს ისტორიის მანძილზე. მოღალატე, ლაჩარი ქოცების მიერ მის სახელს ამოფარება უდიდესი ცინიზმი, მკრეხელობა და ყველა თავმოყვარე ქართველის პირადი შეურაცხყოფაა.
სინამდვილეში, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ქოცები ერეკლეს სახელს ეპოტინებიან, გეორგიევსკის ტრაქტატია, რომლითაც მათ საკუთარი ღალატის გამართლება სურთ. მაგრამ კონტექსტი სულ სხვა რამეს გვეუბნება. არ დარდება დიდი მეფე ამ ბაცილებთან:
დავიწყოთ იმით, რომ ერეკლე მეორე საქართველოს ევროპეიზაციის მოსურნე, დიდი რეფორმატორი, განმანათლებელი და მამაცი მებრძოლი იყო (საკუთარ ხალხს ბრონირებული დუშკაბინის უკნიდან არ ელაპარაკებოდა). ამდენად, თავისი არსით ანტი-ქოცი იყო ერეკლე.
ათას გმირობას შორის, ხანგრძლივი მეფობისას, რამდენიმე შეცდომაც დაუშვა. შეცდომათაგან ყველაზე დიდი გეორგიევსკის ტრაქტატი იყო. მაგრამ ეს შეცდომაც ახსნადია – მაშინ ჯერ არ ვიცნობდით რუსეთს, არ გვქონდა ამ ვერაგ იმპერიასთან ურთიერთობის გამოცდილება.
ერეკლეს სურვილი, საქართველოში რუსული ჯარი შემოეყვანა, დღეს ნატოში გაწევრიანებისა და აქ ნატოს ჯარის შემოყვანის ტოლფასია. მაშინ (1783 წელს) რუსეთი ჯერ არ იყო მტერი. დღეს კი რუსეთია ერთადერთი მტერი. ამდენად, ერეკლეს მიერ რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი არ დარდება 2024 წელს ქოცების ისტორიულ ღალატს, რომლებიც შეგნებულად გვიკეტავენ ევროპის კარს.
რასაც ქოცები დასავლეთს აბრალებენ (უსაფუძვლოდ), სინამდვილეში ზუსტად იმას აკეთებდა მათი მოკავშირე რუსეთი საქართველოში ერეკლეს დროს – გვაომებდა ოსმალეთთან და ირანთან, გვტოვებდა შეპირებული დახმარების გარეშე, ახოცინებდა ქართველებს და გვასუსტებდა, რომ ბოლოს ლამის უომრად დავეპყარით.
ისიც საინტერესოა, რომ ქოცები თან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით სპეკულირებენ (რაც, ცხადია, ვერ და არ მოხდება მათ პირობებში), თან ივიწყებენ, თუ როგორ მოიქცა ერეკლე, როცა საქართველოს გაერთიანების შესაძლებლობის წინაშე დადგა.
ასეა თუ ისე, ერეკლე გმირი იყო. ქოცები მოღალატეები არიან. ერეკლემ საქართველოსთვის იცხოვრა. ქოცები ფულისთვის ცხოვრობენ. ირაკლი კობახიძე რომ მეფე ერეკლეს ძეგლს დგამს, იგივეა, სერგო ორჯონიკიძე ნოე ჟორდანიას ძეგლს დგამდეს. დანაშაულები დანაშაულებად, მაგრამ ეს ცინიზმი არ უნდა შერჩეთ ამათ,” – წერს სოციალურ ქსელში  „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან