ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზაზა ბიბილაშვილი: ამ ბერსეს რაც შეეხება, იდიოტ ჩინოვნიკებს რა დალევს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიზეზი სხვაა. დიდი ალბათობით, რუსების ფეიროლზეა ტიპი (ეგეთები უყიდიათ?) და აქ სწორედ რუსული რეჟიმის გადასარჩენად ჩამოიყვანეს

ზაზა ბიბილაშვილი: ამ ბერსეს რაც შეეხება, იდიოტ ჩინოვნიკებს რა დალევს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიზეზი სხვაა. დიდი ალბათობით, რუსების ფეიროლზეა ტიპი (ეგეთები უყიდიათ?) და აქ სწორედ რუსული რეჟიმის გადასარჩენად ჩამოიყვანეს
""ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს, განცხადებით, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს შეცვლის, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება."
ჯერ ერთი, საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა არ ჰყავს - არჩევნების საკითხი ღიად რჩება. მეორე - როგორც რამდენიმე კვირის წინ ვვარაუდობდით, რეჟიმი ცდილობს ერთი დრაკონული კანონის ცვლილების(!) დაპირებით(!) დასავლეთისგან ლეგიტიმაცია გამოივაჭროს.
ქართველი ხალხის ღალატი იქნება დასავლეთის მხრიდან ამ კაციჭამიებთან მსგავსი ვაჭრობა. უპატიებელი შეცდომა კი არა, უმძიმესი დანაშაული იქნება ჩვენი მხრიდან ამ დისკუსიაში შესვლის დაშვებაც კი.
ამ ბერსეს რაც შეეხება, იდიოტ ჩინოვნიკებს რა დალევს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიზეზი სხვაა. დიდი ალბათობით, რუსების ფეიროლზეა ტიპი (ეგეთები უყიდიათ?) და აქ სწორედ რუსული რეჟიმის გადასარჩენად ჩამოიყვანეს.
ადამიანი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს რაღაც კანონის ცვლილების დაპირებაში უცვლის რუსულ ავტორიტარულ რეჟიმს, ქართველი ხალხის მეგობარი არ არის," - წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.