ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზავრადაშვილი: ივანიშვილი საუკუნის პატრიოტია, ჯონ ბასმაც და ყველამ დაიმახსოვრეთ

ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე გამოკვეთილი პატრიოტი, შეიძლება ითქვას, საუკუნის პატრიოტი, და ერთხელ და სამუდამოდ თქვენც, ჯონ ბასმაც და ყველამ დაიმახსოვრეთ.
არ მაინტერესებს, ბასი რას ამბობს, ქართველი ხალხი რას ამბობს, ეს არის მნიშვნელოვანი. ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყნის გადარჩენისთვის საკუთარ სიცოცხლესაც კი წირავს 2012 წლიდან მოყოლებული და დაასრულეთ რა.
ჯონ ბასის აზრი რატომ მაინტერესებდეს უნდა?
პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი TV პირველის კითხვას აშშ-ს პოლიტიკური საკითხების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილის და საქართველოში ყოფილი ელჩის, ჯონ ბასის განცხადებაზე. ბასის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები მძევლად ჰყავს აყვანილი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.