ზაალ ანდრონიკაშვილი: ნაძრახი სიცოცხლე იცით რა არის?

“ნაძრახი სიცოცხლე იცით რა არის? “იმედის” ჟურნალისტი მოკლეს ცემით. ახლა მისი “იმედელი” კოლეგები ამ მკვლელობას მალავენ ევფემიზმით “ვერ გაუძლო გამოწვევას”. ხალხი, რომელთანაც ეს ადამიანი მეგობრობდა, ყავას სვამდა, სასადილოდ დადიოდა, ფეხბურთს უყურებდა, ანეკდოტებს უყვებოდა, ჭირს უზიარებდა, ლხინს უზიარებდა, დადიოდა დასალევად, დაბადების დღეებზე, და ბავშვების ნათლობაში – მის მკვლელობას სახელსაც კი ვერ არქმევენ.
ნაძრახი სიცოცხლე ისეთი სიცოცხლეა, როდესაც წართმეული გაქვს ენა და გრძნობა, როდესაც არ გაქვს უფლება გამოხატო შენი გრძნობა და ჭირს ჭირი დაარქვა, იმიტომ რომ ხელფასს იღებ ტყუილის თქმაში.
მიუხედავად იმისა, რომ “იმედის” და სხვა პროპაგანდისტული არხის თანამშრომლები უამრავ ბოროტებას ჩადიან ყოველდღე, ერთადერთი გრძნობა, რომელიც ახლა მათ მიმართ მაქვს, სიბრალულია. ძალიან სამწუხაროა დაბეჩავებული და ღირსებააყრილი ადამიანების ყურება. – ასეთი ადამიანია დიქტატურის იდეალური მაცხოვრებელი. ვისაც ასეთი ცხოვრება გაწყობთ, ვერ გეტყვით, რომ გაგიმარჯოთ, იმიტომ რომ ამ გზაზე გამარჯვება არ არის, მაგრამ თქვენ იცით. მაინც გისურვებთ, რომ რაღაც მომხდარიყოს თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რაც ადამიანობას დაგიბრუნებდათ,”  – წერს სოციალურ ქსელში თარჯიმანი, პროფესორი, ზაალ ანდრონიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს