ვხედავთ, რომ სასამართლო იმართება ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ – ივა ჭყონია

დღეს ვხედავთ, რომ სასამართლო სისტემა თავიდან ბოლომდე გადაქცეულია პოლიტიზებულად, რომელიც იმართება ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის და პარტიის მიერ, – ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ივა ჭყონიამ ისაუბრა. მისი თქმით, ის გადაწყვეტილებები, რასაც ბოლო პერიოდში სასამართლო იღებს, მხოლოდ ადამიანების დაშინებისკენაა მიმართული. საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაპატიმრებაზეც.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ბადრის და მამუკას პოლიტიკური ხედვები ახლა ერთმანეთს არ ემთხვევა, ვიტყვი, რომ ისინი ძალიან წარმატებულები იყვნენ ბიზნესში, და ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესი, ვინც მაშინ დაიწყო და დღეს მსხვილ ბიზნესს ფლობს, არის სწორედ ამ ადამიანების დამსახურება, ვინაიდან ბადრიმ და მამუკამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი შექმნეს საქართველოში“, – განაცხადა ივა ჭყონიამ და დასძინა, რომ ზოგადად, სასამართლო სისტემა არის ყველაზე უფრო დიდი განგაშის სიგნალი ნებისმიერი ბიზნესისთვის.
ამასთან, ივა ჭყონიამ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აქტიური რეინვესტიციებიც კი არ ხორციელდება ქვეყანაში.
„ზოგადად, ბიზნესი თვითდინებით მიდის“, – განაცხადა მან.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია