ვხედავთ, რამხელა ზიზღი, შეურაცხყოფა მოდის მათი მხრიდან, რაც ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ და ამას უკვე ყველა აცნობიერებს – ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება – ვარლამ ლიპარტელიანი

ვხედავთ, რამხელა ზიზღი, შეურაცხყოფა მოდის მათი მხრიდან, რაც ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ და ამას უკვე ყველა აცნობიერებს – ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება – ვარლამ ლიპარტელიანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვარლამ ლიპარტელიანი, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ლიბერალური წრის მიერ წარმოებულ ბულინგის კამპანიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა კარგად ხედავს იმ ზიზღს და შეურაცხყოფას, რაც მათი მხრიდან მოდის. როგორც ლიპარტელიანმა განაცხადა, ლიბერალების ბულინგმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რაც მათ იმიჯს აზიანებს, ხოლო კვარაცხელია მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება და მსგავსი კამპანიით ვერაფერს დააკლებენ.
“ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, რამხელა შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის მათი მხრიდან. ეს, პირველ რიგში, მათ აყენებს ზიანს და მათთვის არის დამაზიანებელი, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, ეს უკვე თითქოს ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ და ამას ყველა ხვდება და ყველა აცნობიერებს უკვე. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ იმიჯს აზიანებს. ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე იგი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება.” – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება